понедельник, 15 марта 2010 г.

ქართული მათემატიკური სკოლა
პროექტის სახელი: ქართული მათემატიკური სკოლა.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ქართული მათემატიკური სკოლის ღირსეულ წარმომადგენლებს.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილენი ინტერნეტით მოიძიებენ ცნობილი ქართველი მათემატიკოსების ბიოგრაფიებს, ფოტოებს. გაეცნობიან მათ მიერ აღმოჩენილ და დამტკიცებულ მათემატიკურ დებულებებს.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17 წელი/მე–7 მე–11 კლასები.ვადები/ხანგრძლივობა: 2009წლისია.-დეკემბერი. 2010 წლის იანვარი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე; ისტ-ს გამოყენება ტექსტების შესადგენად, ინტერნეტში მასალის მოძიება-განთავსებითვის, პრეზენტაციის შესაქმნელად.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთ თანამშრომლობას. გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა ქართველი მათემატიკოსების ფოტო მასალით; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას ცნობილ ქართველი მათემატიკოსებზე. ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.
სამუშაო ენა: ქართული.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას ქართველი მათემატიკოსების მიღწევებზე.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან ანდრიაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:andriadzeketevan@gmail.com